ქეცბაია: "ამის გაკეთებას საქართველოსთან ვეცდებით" » სპორტის ხაზი

ქეცბაია: "ამის გაკეთებას საქართველოსთან ვეცდებით"

ქეცბაია: "ამის გაკეთებას საქართველოსთან ვეცდებით"
13-10-2023, 12:11
Aa Aa
გაზიარება:

თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები კვლავ უქულოდაა - გუშინ კვიპროსელები სახლში ნორვეგიასთან 0:4 განადგურდნენ.

მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ მედიის კითხვებს უპასუხა და მომდევნო მატჩსაც შეეხო, რომელსაც საქართველოს ნაკრებთან გამართავს:

"სათქმელი ბევრი არაფერია. ჯერჯერობით, ძალა მხოლოდ 45-50 წუთის სათამაშოდ გვყოფნის, მეორე ტაიმი კი მუდმივად პრობლემატურია. ნორვეგიის ნაკრების დონის გუნდთან შედეგის მიღწვეა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

სამწუხაროა, რომ ბედიც არ გვწყალობს. რთულია უბურთოდ თამაში, ამას მეტი ძალა და ენერგია სჭირდება, რაშიც გვიჭირს.

დროის მოკლე მონაკვეთში ბევრს ვერაფერს მიაღწევ, მითუმეტეს თუ ფეხბურთელებს კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. ნორვეგიაში ყველა ფეხბურთელი მაღალი დონის გუნდში თამაშობს. ჩვენ მოგების სურვილი გვაქვს, მაგრამ რესურსი - არა.

საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, მაგრამ არც ესპანეთია და არც ნორვეგია. ვეცდებით, ქულის აღება აქ მაინც შევძლოთ",
- განაცხადა ქეცბაიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი