აქედან აცილება შესაძლებელია? - ESPN-მა ქართველი ფეხბურთელის კურიოზულ აცილებაზე პოსტი გამოაქვეყნა » სპორტის ხაზი

აქედან აცილება შესაძლებელია? - ESPN-მა ქართველი ფეხბურთელის კურიოზულ აცილებაზე პოსტი გამოაქვეყნა

აქედან აცილება შესაძლებელია?  - ESPN-მა ქართველი ფეხბურთელის კურიოზულ აცილებაზე პოსტი გამოაქვეყნა
12-10-2023, 23:18
Aa Aa
გაზიარება:

აქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დღეს ბათუმი არენაზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი ჯგუფის თანალიდერ, ნიდერლანდების ნაკრებთან გამართა და 0:3 დამარცხდა.

რა თქმა უნდა სტუმრები ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, რაც საბოლოო ანგარიშზეც მკაფიოდ აისახა.

შეხვედრის პირველი გოლი 26-ე წუთზე გავიდა, როდესაც სონტიე ჰანსენის საგოლე გადაცემით ბიორნ მაიერმა გაიტანა და ნაკრები დააწინაურა. ეფექტური გამოდგა მეორე გოლი, განსაკუთრებით კი ჰანსენის ქმედება, რომელმაც მაიერს ფაქტობრივად ცარიელ კარში გაატანინა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 57-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ნოაჰ ოჰიომ სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილმა საფეხბურთო გამოცემა ESPN-მა ქართველი ფეხბურთელის კურიოზული აცილება "გამოარჩია".

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი