ბრწყინვალე შედეგები - რეკორდები, რომელიც ნაკრებმა ტაილანდის წინააღმდეგ დაამყარა » სპორტის ხაზი

ბრწყინვალე შედეგები - რეკორდები, რომელიც ნაკრებმა ტაილანდის წინააღმდეგ დაამყარა

ბრწყინვალე შედეგები - რეკორდები, რომელიც ნაკრებმა ტაილანდის წინააღმდეგ დაამყარა
12-10-2023, 22:09
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტაილანდის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქეს გამანადგურებელი ანგარიშით, 8:0 სძლია.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ჯვაროსნებმა" ბევრი რეკორდი დაამყარეს და შედეგებიც გაიმეორეს.

1) აქამდე პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებს 6-ბურთიანი სხვაობით არასდროს ჰქონდა მოგებული. ტაილანდს კი 8:0 მოვუგეთ.

2) ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი მიქაუტაძე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

3)საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში მატჩი ყველაზე დიდი ანგარიშით (8:0) მოიგო. ამ დღემდე რეკორდი სომხეთთან 7:0 იყო.


რაც შეეხება ტაილანდის ნაკრებს მათ ბოლოს ყველაზე დიდი ანგარიშით 0:4 ურუგვაისთან 2019 წელს წააგეს. დღეს კი 0:8 დამარცხდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი