BILD: სანჩოს ყოფილ გუნდში დაბრუნების შანსი მატულობს » სპორტის ხაზი

BILD: სანჩოს ყოფილ გუნდში დაბრუნების შანსი მატულობს

BILD: სანჩოს ყოფილ გუნდში დაბრუნების შანსი მატულობს
11-10-2023, 00:16
Aa Aa
გაზიარება:

გერმანული გამოცემა Bild საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, "მან. იუნაიტედის" შემტევის, ჯეიდონ სანჩოს, ყოფილ გუნდში დაბრუნების შანსი იზრდება.

აღნიშნული შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მოხდეს და სანჩო "დორტმუნდში" დაბრუნდეს,

წყაროს ცნობით, გერმანულ კლუბს ინგლისელი ფეხბურთელის დამატება იჯარის წესით სურს, თავად ფეხბურთელი ამ ყველაფერზე თანახმაა.

ცნობისთვის, სანჩო ტენ ჰაგთან კონფლიქტის გამო, სავარჯიშო პროცესებში ძირითად შემადგენლობასთან ერთად არ მონაწილეობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.