სანიოლი: "ამიტომ არ გამოვიძახე გოჩოლეიშვილი" » სპორტის ხაზი

სანიოლი: "ამიტომ არ გამოვიძახე გოჩოლეიშვილი"

სანიოლი: "ამიტომ არ გამოვიძახე გოჩოლეიშვილი"
9-10-2023, 18:08
Aa Aa
გაზიარება:

15 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა ელოდება კვიპროსის წინააღმდეგ.

ვილი სანიოლიმ სანაკრებო განაცხადში გიორგი გოჩოლეიშვილი არ გამოიძახა, რაც ბევრი გულშემატკივრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა სანიოლიმ "შახტარის" მცველის განაცხადს მიღმა დატოვება, ფრანგმა სპეციალისტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"გოჩოლეიშვილს და აბურჯანიას მინდა ვაჩვენო, რომ მათგან უფრო მეტს ველი. მათი შერჩევის პროცესში კრიტერიუმები ცვალებადია.

არ მინდოდა, კონკრეტულ ფეხბურთელებზე მესაუბრა, თუმცა რადგან მკითხეთ, მაშინ გიპასუხებთ. ეს დასჯა არ ყოფილა, დასჯა სხვა რამეა. გოჩოლეიშვილი რომ გამომეძახა, მაშინ სხვა ფეხბურთელის განაცხადს მიღმა დატოვება მომიწევდა. მე მას ვენდობი, თუმცა გასულ სანაკრებო პაუზაზე 6 გაშვებულ გოლში იღებდა მონაწილეობას. ახლა რომ მაინც გამომეძახებინა, ეს უსამართლობა იქნებოდა, რადგან ჩავარდნილი თამაშის შემდეგ კვლავ ნაკრებში გამოძახება შეიძლება სხვა ფეხბურთელზე აისახოს ცუდად.

მჯერა, გიორგი ნაკრებში დაბრუნდება, რადგან მას ის ხარისხი აქვს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, თუმცა ამ გადმოსახედიდან რა ვუთხრა სხვა ფეხბურთელებს, თუ ცუდად ჩატარებული თამაშის შემდეგ ფეხბურთელები მაინც გუნდში იქნებიან?",
- განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი