პორტუგალიამ გადაგვასწრო - რაგბის განახლებული რეიტინგი » სპორტის ხაზი

პორტუგალიამ გადაგვასწრო - რაგბის განახლებული რეიტინგი

პორტუგალიამ გადაგვასწრო - რაგბის განახლებული რეიტინგი
9-10-2023, 15:15
Aa Aa
გაზიარება:

რაგბის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, მსოფლიო რაგბის რეიტინგში დიდი ცვლილებები მოხდა, რომელიც საქართველოს ნაკრებსაც შეეხო.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ფიჯი 24:23 დაამარცხა. ამ შედეგით პორტუგალიელებს კლასიფიკაციაში ერთბაშად 4.0 ქულა შეემატათ და მე-16 დან მე-13 ადგილზე გადავიდნენ, საქართველოს ნაკრები კი, რომელმაც მსოფლიო თასი მოგების გარეშე დაასრულა, მე-14 პოზიციაზე დაქვეითდა. მე-13 ადგილი პორტუგალიისთვის სარეკორდო მაჩვენებელია, ამ შედეგით მათ საქართველოს გარდა, სამოა და ტონგაც უკან მოიტოვეს.

ერთი საფეხბურით დაქვეითდა რუმინეთის ნაკრებიც, რომელმაც ბოლო ტურში ტონგასთან 24:45 წააგო და მე-19 ადგილი ესპანეთს გადაულოცა, თავად კი მეოცე პოზიციაზე გადაინაცვლა.

რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. ირლანდია – 93.79

2. საფრანგეთი – 90.59

3. სამხრეთ აფრიკა – 89.70

4. ახალი ზელანდია – 87.69

5. შოტლანდია – 83.43

6. ინგლისი – 83.24

7. უელსი – 83.17

8. არგენტინა – 80.55

9. ავსტრალია – 77.48

10. ფიჯი – 77.16


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.