VIDEO: "ისევ გაიტანა, მშვენიერ ფორმაშია!" - კიტეიშვილის მორიგი გოლი "შტურმში" » სპორტის ხაზი

VIDEO: "ისევ გაიტანა, მშვენიერ ფორმაშია!" - კიტეიშვილის მორიგი გოლი "შტურმში"

VIDEO: "ისევ გაიტანა, მშვენიერ ფორმაშია!" - კიტეიშვილის მორიგი გოლი "შტურმში"
8-10-2023, 19:11
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრიული "გრაცის" შტურმის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა მორიგი მატჩი ჩაატარა და "ვოლფსბერგერის" წინააღმდეგ მშვენიერი გოლიც შემოგვთავაზა.

კიტეიშვილმა აღნიშნული გოლი მატჩის მე-60 წუთზე გაიტანა, მისმა გუნდმა მატჩი 2:1 მოიგო და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით პირველ ადგილს იკავებს.

ქართველისთვის ამ სეზონში ეს გოლი რიგით მესამეა.

ცნობისთვის, "ვოლფსბერგერის" ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული სანდრო ალთუნაშვილიც, რომელმაც ერთი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი მატჩის მე-80 წუთზე დატოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი