"უეფა საქართველოს დასჯის" - მედიაში არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება » სპორტის ხაზი

"უეფა საქართველოს დასჯის" - მედიაში არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება

"უეფა საქართველოს დასჯის" - მედიაში არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება
7-10-2023, 17:17
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით Relevo არასასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, უეფა საქართველოს და სომხეთის დასჯას აპირებს.

მიზეზად საქართველოს და სომხეთის ნაკრებებში, გასულ მატჩებში, სხვა ქვეყნების წარმომადგენელი მოთამაშეების გამოყენებაა - საქართველოს შემთხვევაში რვა ბრაზილიელის, სომხეთის შემთხვევაში - შვიდი ბრაზილიელისა და ორი რუსის. საუბარია ნატურალიზაციის წესის დარღვევაზე, რამდენადაც, აღნიშნულ ფეხბურთელებს არასდროს უთამაშიათ ადგილობრივ ლიგებსა თუ კლუბებში.

20 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტ რაუნდის E ჯგუფის მეორე შეხვედრა სტუმრად პორტუგალიასთან ანგარიშით 2:4 დათმო, სომხეთმა კი შინ ფინეთთან 2:3 დამარცხდა.

Relevo ირწმუნება, რომ უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინის კომიტეტი, პორტუგალიისა და ფინეთის საჩივრის საფუძველზე, ევროპულ ფუტსალში ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის ემზადება, რომელიც ნატურალიზაციის წესის გამკაცრებას გულისხმობს. ამავდროულად, ზემოთ მოყვანილ ორივე თამაშში საქართველოს და სომხეთს 0:5 წაგება ჩაეთვლებათ.

"მსოფლიოს ჩემპიონატამდე წელიწადზე ნაკლები დრო რჩება და საკითხი ისევ აქტუალურია. არავის დავიწყებია მსოფლიოს 2004 წლის ჩემპიონატი, სადაც იტალია 12 ნატურალიზებული ბრაზილიელით და მხოლოდ 2 იტალიელით თამაშობდა. საქართველოს და სომხეთის ნაკრებების შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ მათ წევრებს არასდროს უთამაშიათ რომელიმე ადგილობრივ კლუბსა თუ ლიგაში. პორტუგალიამ და ფინეთმა გადაწყვიტეს, გაესაჩივრებინათ ეს ფაქტები და საფუძველი ჩაეყარათ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც სულ მალე გამოცხადდება"
- წერს პორტუგალიური Abola.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი