ლევან კუტალია: "სანიოლიმ საერთოდ იცის ჩემი არსებობის შესახებ?" » სპორტის ხაზი

ლევან კუტალია: "სანიოლიმ საერთოდ იცის ჩემი არსებობის შესახებ?"

ლევან კუტალია: "სანიოლიმ საერთოდ იცის ჩემი არსებობის შესახებ?"
6-10-2023, 13:11
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ ვილი სანიოლიმ საქართველოს ნაკრების განაცხადი დაასახელა ოქტომბრის სანაკრებო პაუზისთვის, რომელშიც ივა გელაშვილის სახით 1 დებიუტანტი ვიხილეთ.

სიით უკმაყოფილოა "ალაშკერტის" ქართველი ფორვარდი ლევან კუტალია, რომელიც თვლის, რომ ფრანგი სპეციალისტისგან 1 შანსს იმსახურებს. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"გამარჯობათ მეგობრებო მინდა გამოვეხმაურო სანაკრებო სიას,გულდაწყვეტილი ვარ ისევ. ამდენი წელია ველოდები, რომ ვიღაც, სადღაც დაინახავს, თუ რამდენ შრომასა და მონდომებას ვდებ, არ ვჩერდები ვთამაშობ გამაქვს გოლები სხვადასვა ჩემპიონატებში რომ აი, ერთ დღეს, ვიღაც შემომხედავს და დააფასებს ჩემს შრომას მაგრამ უშედეგოდ. კვლავ უყურადღებობა,იგნორირება.რისთვის გინდა ფეხბურთელს კარიერა? - იმისთვის, რომ ერთხელ მაინც, შენი ქვეყნის მაისური ჩაიცვა. ეს სიამაყეა, როდესაც შენი ქვეყნისთვის უნდა გაისარჯო.მაგრამ ისევ იგნორი. დრო გარბის და მეც მაქვს ძალიან სამართლიანი კითხვა - რატომ არ შეიძლება გამომიძახონ თუნდაც ამხანაგურ მატჩში? ვფიქრობ, რომ უსამართლოა ეს დამოკიდებულება და გადაწყვეტილება ჩემს მიმართ რასაც აკეთებენ.არცერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა,ხშირად მესმის სანიოლისგან, რომ ის ვიღაცეებს აკვირდება, რომ თუ მოუმატებენ, არ გამორიცხავს მათ კანდიდატურას და მე? იცის ჩემი არსებობის შესახებ? ვიცი, რომ მედიამ ბევრჯერ დაუსვა კითხვა ჩემს შესახებაც, მაგრამ ბოლოს უთქვამს, გამოუძახებელ ფეხბურთელებზე კომენტარს არ გავაკეთებო! რატომ? მაქვს კითხვა - რატომ არ დაიმსახურა ლევან კუტალიამ, თუნდაც ერთხელ, სიაში მოხვედრა????!! პს მინდა წარმატებები ვუსურვო ბიჭებს ამ თამაშებში", - წერს კუტალია.

მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 11 მატჩში 10 გოლია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი