ნიდერლანდელების და შვედების წინააღმდეგ - სვანაძემ U21 შემადგენლობა დაასახელა » სპორტის ხაზი

ნიდერლანდელების და შვედების წინააღმდეგ - სვანაძემ U21 შემადგენლობა დაასახელა

ნიდერლანდელების და შვედების წინააღმდეგ - სვანაძემ U21 შემადგენლობა დაასახელა
5-10-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

12 და 17 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ნიდერლანდებისა და შვედეთის 21-წლამდელთა გუნდების წინააღმდეგ გამართავს.

ნიდერლანდებთან მატჩი 12 სექტემბერს, 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო შვედეთს 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე ვუმასპინძლებთ. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება.

შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

აღნიშნული მატჩებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო ბათუმი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).


საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის პირველი ორი მატჩი გამარჯვებით დაასრულა. 6 სექტემბერს, რამაზ სვანაძის გუნდმა გიბრალტარს ქუთაისში - 2:0 აჯობა, ხოლო 12 სექტემბერს, კიშინიოვში მინიმალური სხვაობით (0:1) მოლდოვა დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი