ლეგენდარული ნიდერლანდელი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი "აიაქსში" ახალ თანამდებობაზე იმუშავებს, ინფორმაციას თავად კლუბი ავრცელებს.
აღნიშნულის თანახმად, 72 წლის ვან გაალი ამსტერდამელთა სახელმძღვანელო შტაბში მრჩევლის პოსტზე იმუშავებს.
„მინდა, დავეხმარო „აიაქსს“. დღესდღეობით ბევრ დროს ვატარებ პორტუგალიაში და ეს შესაძლოა კარგად შეეწყოს კლუბის გარე კონსულტანტის როლს, რომელიც მე დამეკისრა. მზად ვარ, დამკვირვებელთა საბჭოს გავუზიარო ჩემი საფეხბურთო ცოდნა, ჩვენ უნდა მოვნახოთ მწვერვალზე დასაბრუნებელი გზა და ყველამ უნდა შევიტანოთ ამაში საკუთარი წვლილი“ - ამბობს ნიდერლანდელი სპეციალისტი.