სანიოლის ასისტენტი: "ნაკრებს აღმასვლა აქვს" » სპორტის ხაზი

სანიოლის ასისტენტი: "ნაკრებს აღმასვლა აქვს"

სანიოლის ასისტენტი: "ნაკრებს აღმასვლა აქვს"
3-10-2023, 12:34
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტმა, დევიდ ვებმა, Daily Mail-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ნაკრებში მუშაობასაც შეეხო.

ვები ნაკრების ბოლოდროინდელ პერფორმანსებს და გულშემატკივარს შეეხო:

"საქართველოს ბრწყინვალე საფეხბურთო კულტურა აქვს, 55,000 გულშემატკივარი მატჩის ბოლო წუთამდე ამხნევებს ნაკრებს. თავის მხრივ, ქართველ ფეხბურთელებს თავიანთი საქმე ძალიან უყვართ, გუნდს აღმასვლა აქვს.

პირველი სანაკრებო შეკრებით სიამოვნება მივიღე, მომდევნო შეკრება კი სულ მალე, ოქტომბერში გვიწევს. ვილი სანიოლისთან მუშაობა შესანიშნავი რამაა, დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ უმაღლესი დონის სპეციალისტია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. საბოლოო ჯამში, ეს გამოცდილება ძალიან მომწონს",
- განაცხადა ვებმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი