გრანიტ ჯაკა: "ლევერკუზენში ცოლის გამო არ გადავსულვარ" » სპორტის ხაზი

გრანიტ ჯაკა: "ლევერკუზენში ცოლის გამო არ გადავსულვარ"

გრანიტ ჯაკა: "ლევერკუზენში ცოლის გამო არ გადავსულვარ"
3-10-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ახევარმცველმა, გრანიტ ჯაკამ, ლევერკუზენის "ბაიერში" გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელი ფეხბურთელი "ფარმაცევტების" რიგებში "მეთოფეებიდან" 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მას ბუნდესლიგაში თამაში გამოცდილებაც გააჩნია, ვინაიდან "არსენალამდე: ის გლადბახის რიგებში ირიცხებოდა.

"წერდნენ, რომ გერმანიაში ცოლის გამო დავბრუნდი. ეს სიმართლე არ არის. ის ლონდონში ძალიან ბედნიერი იყო, ისევე როგორც მე. ეს გადაწყვეტილება სპორტული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე. გერმანიის ტოპ კლუბში გადავედი და აქ მინდა რამეს მივაღწიო."

"რა თქმა უნდა ჩემთვის აქ გადასვლა მარტივი იყო, რადგნ ქალაქ დიუსელდორფში ვცხოვრობთ, რომელიც გლადბახთან ძალიან ახლოსაა, სადაც ჩემი ცოლი გაიზარდა."
- განაცხადა შვეიცარიელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.