ნინიაშვილი: "ვიმედოვნებ, მსოფლიო ჩემპიონატს ეს ქვეყანა მოიგებს" » სპორტის ხაზი

ნინიაშვილი: "ვიმედოვნებ, მსოფლიო ჩემპიონატს ეს ქვეყანა მოიგებს"

ნინიაშვილი: "ვიმედოვნებ, მსოფლიო ჩემპიონატს ეს ქვეყანა მოიგებს"
2-10-2023, 18:47
Aa Aa
გაზიარება:

ფიჯის ეროვნულმა ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს დრამატულ ბრძოლაში, 17-12 მოუგო.

მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ნინიაშვილმა კუნძულელების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"ფიჯის წინააღმდეგ ჩვენი თამაშით ვამაყობ. კარგად ვითამაშეთ, თუმცა ბოლოში კლასმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. 80 წუთის განმავლობაში ბრწყინვალე დაცვა ვითამაშეთ, თუმცა ფიჯელების ხაზის თამაშმა და კლასმა თავისი გაიტანა.

ფიჯის ნაკრები ასეთი ძლიერი არასდროს მინახავს. ვიმედოვნებ, რომ მსოფლიო თასს სწორედ ისინი მოიგებენ. მათ ამის რესურსი ნამდვილად აქვთ",
- განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი