"ლიონელ მესი და "რეალის" ლეგენდა ერთ გუნდში" - რას ამბობს მედია? » სპორტის ხაზი

"ლიონელ მესი და "რეალის" ლეგენდა ერთ გუნდში" - რას ამბობს მედია?

"ლიონელ მესი და  "რეალის" ლეგენდა ერთ გუნდში" - რას ამბობს მედია?
1-10-2023, 21:05
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის "რეალის"| ყოფილმა თავდამსხმელმა პრედრაგ მიიატოვიჩმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ლიონელ მესის "ინტერ მაიამიში" მადრიდელების ლეგენდასთან ერთად სურს ასპარეზობა.

"ოქროს ბურთის" ხორვატი გამარჯვებული მადრიდის რეალში დიდი ხანი რომ აღარ დარჩება, საიდუმლო არავისთვისაა. ჟირონასთან მატჩში, კარიერის ესპანური ნაწილის 11-წლიან პერიოდში პირველად მოხდა, რომ ლუკამ ზედიზედ 2 შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.

"გასულ ზაფხულში მოდრიჩს წინადადება MLS-ის ბევრი გუნდიდან ჰქონდა, მათ შორის ინტერ მაიამისგანაც. ლუკას დამატება არაბულ კლუბებსაც სურდათ, მაგრამ ის რეალში დარჩა. მასთან ერთად თამაში პირადად ლეო მესის უნდა. რამდენიმე დღის წინ დევიდ ბექჰემი მოდრიჩს ხორვატიაში შეხვდა და ერთად ისადილეს კიდეც,"
- თქვა სერბმა.

ცნობისთვის, გასული კვირიდან ვრცელდება ინფორმაციები, რომ "რეალის" ვეტერან ფეხბურთელებს გუნდში მათთვის განკუთვნილი როლით უკმაყოფილონი არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი