მიქაუტაძე სათამაშო დროით უკმაყოფილოა - ESPN » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე სათამაშო დროით უკმაყოფილოა - ESPN

მიქაუტაძე სათამაშო დროით უკმაყოფილოა - ESPN
1-10-2023, 12:44
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძის ამსტერდამული კარიერა საწყის ეტაპზე კრიზისულ ვითარებაშია - ქართველი ფეხბურთელი მწვრთნელის მიერ სათამაშო დროს ვერ იმსახურებს.

ESPN იტყობინება, რომ გიორგი და ჩუბა აკპომი ამ გარემოებებით უკმაყოფილოები არიან, ხოლო სხვა პოზიციებზე თამაში არ სურთ. მიქაუტაძეც და აკპომიც თვლიან, რომ ფლანგზე ან ათიანზე თამაშისას ვერცერთი მათგანი თავის საუკეთესო თვისებებს ვერ გამოავლენენ.

როგორც ირკვევა, ორივე მათგანს სხვა პოზიციაზე თამაშს სათადარიგო სკამზე ჯდომა ურჩევნიათ.

ჯერჯერობით, მიქაუტაძემ "აიაქსის" ფორმა მხოლოდ ორჯერ მოირგო - ერთხელ 90 წუთი გაატარა მოედანზე, მეორედ კი ცვლილებაზე შემოვიდა. მიქაუტაძეს საგოლე კონტრიბუცია ჯერ არ აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი