ჯერომ ბოატენგი "ბაიერნში" ბრუნდება » სპორტის ხაზი

ჯერომ ბოატენგი "ბაიერნში" ბრუნდება

ჯერომ ბოატენგი "ბაიერნში" ბრუნდება
1-10-2023, 12:28
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის "ბაიერნმა" ჟერომ ბოატენგი დაიბრუნა - აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport Deutschland ავრცელებს.

როგორც ირკვევა, "რეკორდმაისტერს" ახალი მცველის დამატება სურდა, ხოლო გერმანელი მცველი უგუნდოდ იყო, ამიტომ მხარეებს შორის გარიგება არც ისე რთული იყო.

მედიის ინფორმაციით, ბოატენგმა სამედიცინო შემოწმების ნაწილი უკვე გაიარა, უახლოეს დღეებში კი ყველაფერი ოფიციალურ სახეს მიიღებს.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ხნით დარჩება ბოატენგი "ბაიერნში" - იანვრამდე თუ სეზონის ბოლომდე. ცნობისთვის, ხანგრძლივი მიუნხენური კარიერის შემდეგ ბოატენგმა 2 წელი "ლიონში" გაატარა, ახლა კი კვლავ გერმანულ კლუბს დაუბრუნდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.