საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯისთან დრამატულად დამარცხდა » სპორტის ხაზი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯისთან დრამატულად დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯისთან დრამატულად დამარცხდა
30-09-2023, 22:28
Aa Aa
გაზიარება:

რაგბის მსოფლიო თასზე, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯისთან ანგარიშით 12:17 დამარცხდა...

შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი დავწინაურდით. ქართველი მორაგბეები ჭკვიანურად მოქმედებდნენ და მოწინააღმდეგეზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ფიჯის ნაკრების მოთამაშეებმა ანგარიშის მე-14 წუთზე საჯარიმო ვერ გამოიყენეს. ჩვენი შემდეგი საჯარიმო შორიდან ზუსტად შეასრულა ნინიაშვილმა. აქედან მოყოლებული, ფაქტობრივად თამაში მოწინააღმდეგის ხელში გადავიდა, თუმცა საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა, 31-ე წუთზე ნინიაშვილმა კიდევ ერთი საჯარიმო შეასრულა ზუსტად. ბოლოს სწრაფი კონტრიერიშისას ტაბუცაძის დადებული ლელო არ ჩაითვალა და პირველი ტაიმი 9:0 მოვიგეთ. სამწუხაროდ, ტრავმები გამო მოედნის დატოვება ზამთარაძესა და ჯაიანს მოუწიათ.

შესვენების შემდეგ მსაჯმა ფიჯელი მოთამაშე რადრადა გააძევა, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ და ლელო აქეთ მივიღეთ, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს. ფიჯელებმა ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენეს და წინ გასვლაც მოახერხეს. ცოტა ხანში მოწინააღმდეგემ ლელო-გარდასახვით ანგარიში კიდევ გაზარდა. მე-80 წუთზე მეტოქის კიდევ ერთი მორაგბე ტუისოვა გააძევეს, მატკავამ საჯარიმო ზუსტად შეასრულა, შეხვედრის დასასრულს ლელოს ვერ გავიტანეთ და შეხვედრაც ჩვენი მარცხით დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.