ბონუჩი კარიერის დასრულებას და მწვრთნელობას გეგმავს » სპორტის ხაზი

ბონუჩი კარიერის დასრულებას და მწვრთნელობას გეგმავს

ბონუჩი კარიერის დასრულებას და მწვრთნელობას გეგმავს
29-09-2023, 23:11
Aa Aa
გაზიარება:

სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ლეონარდო ბონუჩიმ "უნიონ ბერლინთან" გააფორმა კონტრაქტი, თუმცა როგორც თავად ამბობს, საფეხბურთო კარიერას მალე დაასრულებს.

იტალიელმა მცველმა "უნიონში" გადასვლის მიზეზი და სამომავლო გეგმები გაამხილა:

"ორი ვარიანტი მქონდა - ბერლინი და "ლაციო". საბოლოოდ, არჩევანი გერმანელებზე გავაკეთე, რადგან ბუნდესლიგაში მათი 2 მატჩი ვნახე და აღფრთოვანებული დავრჩი იქაური ატმოსფეროთი. მწვრთნელს დაველაპარაკე და მოვრიგდით, რომ ჩემი კარიერის სავარაუდო ბოლო წელს აქ გავატარებ.

20 წელი იტალიაში ვითამაშე. სამომავლო გეგმები? კარიერის დასრულების შემდეგ მთავარ მწვრთნელობას განვიხილავ",
- განაცხადა ბონუჩიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი