"კვარაცხელია ამ შემთხვევაში ყურადღებას უფრო მიიქცევდა" - რაზე აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს ბალოტელი? » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია ამ შემთხვევაში ყურადღებას უფრო მიიქცევდა" - რაზე აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს ბალოტელი?

"კვარაცხელია ამ შემთხვევაში ყურადღებას უფრო მიიქცევდა" - რაზე აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს ბალოტელი?
29-09-2023, 16:37
Aa Aa
გაზიარება:

ფეხბურთის გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილი, გამოცდილი მარიო ბალოტელი ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს და ყურადღებას ერთ-ერთ მნიშვნელოვანზე ამახვილებს...

„კვარაცხელიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ეს რომ მესის შეეგდო, ამ გოლზე დიდხანს ისაუბრებდნენ, იმავეს ვიტყოდი სამარჯიჩის გოლზე. კვარა სერია ა-ში ერთ–ერთი საუკეთესოა, მაგრამ ნასრი რაღაც სხვა იყო, ნამდვილი ფენომენი. მასთან ერთად ვთამაშობდი, საოცარი ტექნიკა ჰქონდა, თითქოს თვალები ფეხებზე ჰქონდა"
- განაცხადა თურქულ "ადანა დემირსპორში" მოასპარეზე მარიომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ მატჩში "უდინეზეს" წინააღმდეგ, დიდხნიანი უგოლო ნავსი გატეხა, თავი ერთი გატანილი გოლითა და შესრულებული საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ნაპოლი ექვსი ჩატარებული ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 30 სექტემბერს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი