"დაფიქრდი, რა ბედნიერია ახლა ის ბავშვი" - კვარას იტალიელი ჟურნალისტი მიმართავს » სპორტის ხაზი

"დაფიქრდი, რა ბედნიერია ახლა ის ბავშვი" - კვარას იტალიელი ჟურნალისტი მიმართავს

"დაფიქრდი, რა ბედნიერია ახლა ის ბავშვი" - კვარას იტალიელი ჟურნალისტი მიმართავს
29-09-2023, 01:13
Aa Aa
გაზიარება:

კვარაცხელიამ უგოლო სერიის შემდეგ, ჩემპიონატის გასულ ტურში ისევ გაიბრწყინა და იტალიური მედიის ყურადღებას ისევ ძველებურად იქცევს, ამჯერად ქართველს იტალიელი ჟურნალისტი მიმართავს:

„რა დიდებული ხარ კვარა! მეტი, ვიდრე გოლი! შენი ლამაზი გულწრფელობით, შენი უბრალოებით, შენი ბავშვური გამომეტყველებით, შენი ბედნიერებით.
დაფიქრდი, რა ბედნიერია ახლა ის ბავშვი, რომელსაც თავისი პატარა სახე შენს ხელებში ჰქონდა. 192 დღე უგოლოდ, მაგრამ ახლა ეს ვის აინტერესებს, არა კვარა?"

- აცხადებს Corriere dello sport-ის ჟურნალისტი ანონიო ჯორდანო და ხაზს უსვამს კვარას სასიამოვნო ჟესტს, სადაც გოლს პატარა ბიჭუნასთან ერთად ზეიმობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.