"ამ ყოველივეს ნამდვილად განიცდიდა" - იტალიელი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ამ ყოველივეს ნამდვილად განიცდიდა" - იტალიელი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე საუბრობს

"ამ ყოველივეს ნამდვილად განიცდიდა" - იტალიელი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე საუბრობს
28-09-2023, 18:19
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ ფეხბურთში სახელგანთქმულმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ჩირო ფერარამ "ნაპოლის" გასული მოგებული მატჩი შეაფასა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ ნავსი გატეხა და ბოლო პერიოდში საუკეთესოდ ითამაშა.

"გუშინ "ნაპოლიმ" მშვენივრად ითამაშა. განსხვავებით წინა მატჩებისგან, როცა კარგად თამაშობდნენ, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავდათ და მეტოქისგან გოლებს მარტივად უშვებდნენ. კვარამ ტექნიკურად ისე ითამაშა, რომ საოცარი გოლი გაიტანა, მეკარე უნაკლოდ მოატყუა, ქართველმა მთელი მატჩი ნამდვილად მონსტრივით ითამაშა. გოლი დიდი ხანი არ ჰქონდა გატანილი და ამ ყოველივეს ნამდვილად განიცდიდა, ეს შესამჩნევი იყო, რაც აღნიშვნამაც დაადასტურა, ეს დიდი ფეხბურთელების შემადგენელი ნაწილია, ვინც მიჩვეულია გოლის გატანას, თუ დიდი ხანი ვერ გააქვს, ამჩნევ, რომ მას გოლი აკლია. თუ ნაპოლი შედეგს ვერ აჩვენებს, საუბრობენ სპალეტიზე, თუ მოიგებს, ამბობენ, რომ ხედავენ შარშანდელ გუნდს... უნდა ითქვას, რომ საოცარი სეზონის შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ახლა გარსიამ ნელ-ნელა უნდა მოძებნოს გზა, რათა თავის ფეხბურთელებს ახალი რამ შესთავაზოს, ახალი რაღაცები. ტიტულის შენარჩუნება არასდროს არის ადვილი, პირიქით, ყოველთვის ძალიან რთულია" - თქვა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ მატჩში "უდინეზეს" წინააღმდეგ, დიდხნიანი უგოლო ნავსი გატეხა, თავი ერთი გატანილი გოლითა და შესრულებული საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ნაპოლი ექვსი ჩატარებული ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 30 სექტემბერს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი