ცნობილია - დაახლოებით რამდენი ხანი იუქმებს გნაბრი მოტეხილი ხელის გამო? » სპორტის ხაზი

ცნობილია - დაახლოებით რამდენი ხანი იუქმებს გნაბრი მოტეხილი ხელის გამო?

ცნობილია - დაახლოებით რამდენი ხანი იუქმებს გნაბრი მოტეხილი ხელის გამო?
27-09-2023, 18:05
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, გერმანიის თასზე მიუნხენის ბაიერნი სტუმრად პროისენ მიუნსტერს დაუპირისპირდა და მეტოქე 0:4 დაამარცხა.

შეხვედრის მე-11 წუთზე რეკორდმაისტერის გერმანელმა ვინგერმა სერჟ გნაბრიმ ხელი მოიტეხა, რის გამოც ტუხელს მისი იძულებით შეცვლა მოუწია.

გერმანულ მედიაში გავრცელებული პირველადი ინფორმაციით, გნაბრი მინიმუმ რამდენიმე კვირას იუქმებს - უფრო დეტალური სურათი კი მას შემდეგ იქნება, რაც ფეხბურთელი საბოლოოო გამოკვლევებს ჩაიტარებს და ხელზე ოპერაციას გაიკეთებს.

ცნობისთვის, გნაბრიმ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით თავი მხოლოდ 1 გოლით გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.