20 სექტემბერს, სევილიაში სერხიო რამოსის სახლი გაძარცვეს. აღნიშნული ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს "სევილია" და "ლანსი" უპირისპირდებოდნენ.
წყაროს ცნობით, ამ დროს სახლში რამოსის ოთხი შვილი და მათი მომვლელები იმყოფებოდნენ.
აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია. ABC წერს მისი მეუღლე კი პროფესიონალური მიზეზების გამო ქალაქგარეთ იყო წასული.
სააგენტო EFE იუწყება, რომ გამოძიებას სასამართლო პოლიცია აწარმოებს და როგორც ABC ამბობს, მძარცველებმა საათები, ძვირფასეულობა, ტანსაცმელი და ფული წაიღეს.
სერხიო რამოსი ძარცვის მსხვერპლი 2012 წელს, მადრიდშიც გახდა. რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა დააფიქსირა საკუთარ სახლში ორი მძარცველის შეჭრის ფაქტი.