ოსიმენსა და ნაპოლის შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - რა მოიმოქმედა ნიგერიელმა ფორვარდმა? » სპორტის ხაზი

ოსიმენსა და ნაპოლის შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - რა მოიმოქმედა ნიგერიელმა ფორვარდმა?

ოსიმენსა და ნაპოლის შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - რა მოიმოქმედა ნიგერიელმა ფორვარდმა?
27-09-2023, 15:38
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის და გუნდის ნიგერიელ ფორვარდ ვიქტორ ოსიმენს შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ფეხბურთელმა შესაძლოა კლუბის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს.

საქმე იმაშია, რომ იტალიური გუნდის "Tiktok" პლატფორმაზე ოსიმენის მიმართ დამცინავი სახის ვიდეოები გამოქვეყნდა, რომლებიც შემდგომში წაიშალა.

ერთ-ერთი ვიდეო კი ბოლო მატჩში ოსიმენის გაფუჭებულ პენალტს ეხება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოსიმენი კლუბის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვს და არ არის გამორიცხული, ფეხბურთელის აგენტმა სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

ყველაფერთან ერთად, ოსიმენმა ინსტაგრამის საკუთარი გვერდიდან ნაპოლის მაისურით გამოქვეყნებული თითქმის ყველა ფოტო წაშალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი