უეფამ რუსეთის 17-წლამდელებს შეზღუდვა მოუხსნა » სპორტის ხაზი

უეფამ რუსეთის 17-წლამდელებს შეზღუდვა მოუხსნა

უეფამ რუსეთის 17-წლამდელებს შეზღუდვა მოუხსნა
26-09-2023, 22:59
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთი თითქმის ყველა სპორტული ღონისძიებიდან მოხსნეს, მათთვის კარგ შემთხვევაში კი იქაურ სპორტსმენებს დროშის გარეშე ასპარეზობის უფლებას აძლევენ.

როგორც ჩანს, უეფა მიდგომებს ცოტათი ცვლის - დღეს დადასტურდა, რომ ოკუპანტი ქვეყნის 17-წლამდელებს შესარჩევ ციკლში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცემათ.

ერთ-ერთი შეზღუდვა ისაა, რომ საშინაო შეხვედრებს რუსები სამშობლოში ვერ ჩაატარებენ. ამასთან ერთად, ისინი ვერ ჩართავენ ჰიმნს, ვერ გამოიყენებენ დროშას და მაისურზე გერბს ვერ დაიტანენ.

უეფას განცხადებით, ისინი "უფროსების" პასუხისმგებლობას "ბავშვებზე" არ გადმოიტანენ და მონაწილეობის უფლებას მისცემენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი