დი ლორენცო: "კვარაცხელიაც და ჩვენც იმედგაცრუებულნი ვართ" » სპორტის ხაზი

დი ლორენცო: "კვარაცხელიაც და ჩვენც იმედგაცრუებულნი ვართ"

დი ლორენცო: "კვარაცხელიაც და ჩვენც იმედგაცრუებულნი ვართ"
25-09-2023, 09:47
Aa Aa
გაზიარება:

სერია ა-ს მე-5 ტურში "ნაპოლიმ" კვლავ ფრედ ითამაშა, ამჯერად ნეაპოლელებმა "ბოლონიას" ვერ მოუგეს და 1 ქულას დასჯერდნენ.

რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ნაადრევად გაიყვანა მოედნიდან, ქართველი ფეხბურთელის უგოლო სერია კი გრძელდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯოვანი დი ლორენცომ ისაუბრა:

"მართალია, კვარას გოლი ვერ გააქვს, თუმცა ის ძალიან კონცენტრირებულია. როგორც კვარა, ასევე ჩვენც, ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. როდესაც გუნდი ვერ მუშაობს, ანუ მეტი მუშაობა სჭირდება.

ახლა საუკეთესო განწყობა ნამდვილად არ გვაქვს, რადგან გამარჯვებას ველოდით, თუმცა დროა, შემდეგ მატჩზე დავიწყოთ ფიქრი, რომელიც სულ მალე გაიმართება",
- განაცხადა დი ლორენცომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი