ქართველი მებრძოლის ახალი მეტოქე და დრო ცნობილია » სპორტის ხაზი

ქართველი მებრძოლის ახალი მეტოქე და დრო ცნობილია

ქართველი მებრძოლის ახალი მეტოქე და დრო ცნობილია
23-09-2023, 10:45
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე ოქტაგონზე დეკემბრის დასაწყისში დაბრუნდება. „კავკასიელს“ დერეკ ბრანსონის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ მასთან ბრძოლა ჩაიშალა და რომანს ახალი, გაცილებით მაღალი დონის მეტოქე ჰყავს.
ESPN-ის ჟურნალისტის, მარკ რეიმონდის ინფორმაციით, დოლიძე საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-4 ადგილზე მყოფი ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ იჩხუბებს. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და ბრძოლა 2 დეკემბერსაა ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია მათი ჩხუბი რომელ ქალაქში გაიმართება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ღონისძიების მთავარი მოვლენა არ იქნება.

კანონიერს 23 დაპირისპირებიდან, 17 მოგება და 6 მარცხი აქვს დაგროვებული. 2022 წლის ივლისში დამარცხდა საჩემპიონო ბრძოლაში ადესანიასთან.
ქართველ მებრძოლს რთული და მეტად საპასუხისმგებლო შეხვედრა ელის.
ას შემდეგ, შონ სტრიკლენდი და მარვინ ვეტორი დაამარცხა. სტრიკლენდი ახალი ჩემპიონია, ვეტორი კი ბოლო მეტოქე, რომელმაც რომანს მოუგო. ასე რომ, „კავკასიელს“ ურთულესი დაპირისპირება ელოდება.

განახლებულ რეიტინგში, რომან დოლიძე 15 ადგილიდან მე-7 პოზიციას იკავებს და გამარჯვება მას ძალიან დაეხმარება სამომავლო მიზნებისთვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი