"ხვიჩას ჟესტი არაპროფესიონალიზმის გამოვლინება იყო", - კვარას აკრიტიკებენ » სპორტის ხაზი

"ხვიჩას ჟესტი არაპროფესიონალიზმის გამოვლინება იყო", - კვარას აკრიტიკებენ

"ხვიჩას ჟესტი არაპროფესიონალიზმის გამოვლინება იყო", - კვარას აკრიტიკებენ
18-09-2023, 20:54
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას "ჯენოასთან" ჟესტი უკვე რამდენიმე დღეა, იტალიური მედიისთვის ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანია. ჟურნალისტებისა და ექსპერტების ნაწილი ქართველის მხარეს იჭერს, თუმცა ზოგიერთი მათგანი კვარაცხელიას არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს.

ნეაპოლელების ყოფილმა ფორვარდმა ემანუელ კალაიომ Canale 21-თან საუბრისას აღნიშნა, რომ კვარაცხელიას ქმედება არაპროფესიონალური იყო:

"ვფიქრობ, კვარას ჟესტი არ იყო პროფესიონალური. როდესაც მოედანზე შენი თანაგუნდელი შემოდის, როგორც მას, ასევე მთავარ მწვრთნელს პატივი უნდა სცე.

თავის მხრივ, როდესაც ანგარიში ფრეა და 4 წუთია დარჩენილი, ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია მომენტი შეიქმნას ან პენალტი მოიპოვოს. ასეთ დროს უთამაშებელი ძერბინის შემოყვანას რა აზრი აქვს?",
- განაცხადა ემანუელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი