საბურთალო 2-ის და საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელები: დანიელ ქვარცხავა და გიორგი ნიკოლაიშვილი სინჯებზე მიუნხენში იმყოფებოდნენ - ინფორმაციას ამის თაობაზე ფეისბუქ გვერდი 90 წუთი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ბაიერნთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
ცნობისთვის, ამ ზაფხულს გერმანულ გრანდთან კონტრაქტი ლუკა პარკაძემ გააფორმა, რომელიც პრაქტიკის მიღების მიზნით ტუხელის გუნდმა იჯარის წესით ადმირაში გაანათხოვრა.