არტურო ვიდალმა მამის დაკრძალვას სოციალურ მედიით უყურა, რათა ფინალი ეთამაშა » სპორტის ხაზი

არტურო ვიდალმა მამის დაკრძალვას სოციალურ მედიით უყურა, რათა ფინალი ეთამაშა

არტურო ვიდალმა მამის დაკრძალვას სოციალურ მედიით უყურა, რათა ფინალი ეთამაშა
16-10-2022, 17:50
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ივლისში არტურო ვიდალი ევროპულ ფეხბურთს დაემშვიდობა და თავის პირველ ბრაზილიურ კლუბში, კერძოდ "ფლამენგოში" გადაბარგდა, სადაც ჩილელმა ნახევარმცველმა 18 თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არტურო ვიდალის მამა, ერასმო გულის გაჩერებით მაშინ გარდაიცვალა, როცა ჩილეში თავისი შვილის ცხოველებს უვლიდა. 61 წლის ერასმოს დაკრძალვა ხუთშაბათს შედგა, თუმცა არტურომ მამასთან ჩასვლა და გამომშვიდობება ვერ მოახერხა, რათა ბრაზილიის თასის პირველი შეხვედრა "კორინთიანსის" წინააღმდეგ ეთამაშა.

როგორც იწერება, არტურო ვიდალის დამ, ამბრარმა დაკრძალვის ცერემონია პირდაპირ ეთერში ჩართო, რასაც თვალს აცრემლებული არტურო ვიდალი ადევნებდა..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი