ვან გაალი გერმანიაში ყველაზე რეალური ვარიანტია? - შვაინშტაიგერი ნიდერლანდელის ვარიანტზე » სპორტის ხაზი

ვან გაალი გერმანიაში ყველაზე რეალური ვარიანტია? - შვაინშტაიგერი ნიდერლანდელის ვარიანტზე

ვან გაალი გერმანიაში ყველაზე რეალური ვარიანტია? - შვაინშტაიგერი ნიდერლანდელის ვარიანტზე
14-09-2023, 16:59
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ჰანსი ფლიკი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენა - ფლიკის გადაყენების საკითხი ბოლო პერიოდში ნაჩვენები წარუმატებელი შედეგების შემდეგ დადგა დღის წესრიგში.

გერმანული მედია 58 წლის სპეციალისტის ერთ-ერთ შემცვლელად ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლუის ვან გაალს განიხილავს, რაზეც კომენტარი ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ბასტიან შვაინშტაიგერმაც გააკეთა:

"ჩემი სურვილიცაა და მიმაჩნია, რომ გუნდისთვის საუკეთესო ვარიანტი ახლა სწორედ ვან გაალი იქნება!" - განაცხადა შვაინშტაიგერმა.

ცნობისთვის, გარდა შვაინშტაიგერისა, ვან გაალის დანიშვნის მომხრეა ფილიპ ლამიც და თავად ნიდერლანდელმა სპეციალისტმსაც გამოთქვა საამისო მზაობა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.