დაძაბულობა, წითელი ბარათი და სამი გოლი - "დილა" საქართველოს თასის მეოთხედფინალისტია » სპორტის ხაზი

დაძაბულობა, წითელი ბარათი და სამი გოლი - "დილა" საქართველოს თასის მეოთხედფინალისტია

დაძაბულობა, წითელი ბარათი და სამი გოლი - "დილა" საქართველოს თასის მეოთხედფინალისტია
12-09-2023, 18:17
Aa Aa
გაზიარება:

გორის დილამ საგარეჯოში გარეჯი 2:1 დაამარცხა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ბოლო მეოთხედფინალისტი გახდა.

გორელებმა თამაში კარგად დაიწყეს და 25-ე წუთზე ცენტრალური მცველის, ზურაბ თევზაძის ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ. დილა 45+7-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, ხოლო მოედანზე გუნდებს შორის ჯგუფური კონფლიქტი მოხდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მასპინძელთა მცველი გიორგი ლაცაბიძე ხისტად ჯერ გორელთა შემტევს, მიხეილ სარდალიშვილს ეთამაშა, შემდეგ კი სტუმართა ნახევარმცველს, ჟან ვიქტორსაც. დილას ბრაზილიელმა ლეგიონერმა თავი ვერ შეიკავა, მეტოქეს მთელი ძალით ფეხი დაარტყა და წითელი მიიღო.

საგარეჯოელებმა რიცხობრივი უპირატესობით 51-ე წუთზე ისარგებლეს და ირაკლი ლექვთაძის გოლით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ კაცნაკლულმა დილამ მიზანს მაინც მიაღწია. 62-ე წუთზე სერგო კუხიანიძემ გარეჯის კარი მეორედ აიღო და გორელები მეოთხედფინალში გაიყვანა.

გორის დილასთან ერთად, საქართველოს თასის მეოთხედფინალში ეროვნული ლიგიდან ქუთაისის ტორპედო, საბურთალო, ბათუმის დინამო, წყალტუბოს სამგურალი და დინამო თბილისი გავიდნენ. ეროვნული ლიგა 2-იდან – ფოთის კოლხეთი 1913, ხოლო ლიგა 3-დან – ტყიბულის მეშახტე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი