"კვარაცხელია და ოსიმენი ამით დაიღალნენ" - "ნაპოლი" ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ისევ არ ჩქარობს » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია და ოსიმენი ამით დაიღალნენ" - "ნაპოლი" ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ისევ არ ჩქარობს

"კვარაცხელია და ოსიმენი ამით დაიღალნენ" - "ნაპოლი" ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ისევ არ ჩქარობს
12-09-2023, 11:27
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა ჟურნალისტმა და გაზეთ Repubblica-ს რედაქტორმა, ანტონიო კორბომ რადიო CRC-ში ხვიჩა კვარაცხელიასთან და ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა. კორბომ ამ ფეხბურთელებს „ნეაპოლური კლუბის ორი მარგალიტი“ უწოდა და მათთან მოლაპარაკებების პროცესი ასე შეაჯამა.

"კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები უნდა შეჩერდეს, რადგან ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ჩანს, გადაიღალნენ იმით, რაც კლუბში ხდება. მაგალითად, ნიგერიელი თავდამსხმელის მენეჯერი თერთმეტჯერ გაემგზავრა რივისონდოლიში, რათა ნაპოლის პრეზიდენტთან წინადადებები განეხილა, მაგრამ ამან რა შეცვალა?


"კვარაცხელია და ოსიმენი ამით დაიღალნენ" - "ნაპოლი" ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ისევ არ ჩქარობს

კვარა-ოსიმენის დუეტი ნაპოლის წარმატების მთავარი საიდუმლოა

აგენტს აქვს კონკრეტული ამოცანა – თავის კლიენტს დაეხმაროს. დღეს ამ პროცესში სხვადასხვა პრობლემას ვხედავ. ადეკვატური გადაწყვეტილებების მოლოდინში, არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად,„ნაპოლის ვურჩევდი, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ყველა მოლაპარაკება შეაჩეროს. ეს ის თემაა, რომლის შესახებაც უნდა ვისაუბროთ." – განაცხადა Repubblica-ს რედაქტორმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ შემტევს პარტენოპეისთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისში ეწურება, ხოლო ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელს – 2025 წლის ივნისში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.