"საქართველოსთან მატჩი ფინალის ტოლფასია" - ნორვეგიელი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"საქართველოსთან მატჩი ფინალის ტოლფასია" - ნორვეგიელი მწვრთნელი

"საქართველოსთან მატჩი ფინალის ტოლფასია" - ნორვეგიელი მწვრთნელი
11-09-2023, 01:21
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოსთან შეხვედრის წინ ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა გუნდში არსებულ წინასამატჩო განწყობებზე ისაუბრა.

შეხვედრას ნორვეგიელებიც ელიან. საქართველოსთან წარუმატებლობის შემთხვევაში სკანდინავიელები საკვალიფიკაციო ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს ფაქტობრივად დაკარგავენ. ამის გამო, ნორვეგიულ პრესაში საქართველოსთან მატჩს ფინალის ტოლფასსაც უწოდებენ.

12 სექტემბერს გასამართი მატჩის შესახებ ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ბრედე ჰანგელანდმა ისაუბრა:

"ახლა, როდესაც სატურნირო ცხრილს ვუყურებთ, ვრწმუნდებით, რომ დაძაბულობა ბოლო ტურამდე შენარჩუნდებ. საქართველოსთან მატჩს ფინალის ტოლფასსაც ვუწოდებდი. გუნდმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ 3 ქულის მისაღებად. გუნდში არსებული განწყობა მშვენიერია და იმედია თამაშამდე ასე იქნება.
გუნდში მოტივაციის ნაკლებობა არ იგრძნობა, ეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია, სახლში ვართ და გულზე ჩვენი ქვეყნის დროშა ვატარებთ. ასეთ დროს, მოტივაციის ნაკლებობაზე ლაპარაკი ზედმეტია."


საქართველოსა და ნორვეგიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 12 სექტემბერს, 22:45-ზე, ოსლოში, Ullevaal Stadion-ზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი