"როგორ ვაპირებთ ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას? - თემურ ქეცბაიას პასუხი ჟურნალისტებს » სპორტის ხაზი

"როგორ ვაპირებთ ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას? - თემურ ქეცბაიას პასუხი ჟურნალისტებს

"როგორ ვაპირებთ ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას? - თემურ ქეცბაიას პასუხი ჟურნალისტებს
10-09-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

24Sport-თან ინტერვიუში, თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა.

"საქართველოსთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებულია და ეს ბევრჯერ მითქვამს - ეს ჩემი სამშობლოა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ არც კვიპროსია ჩემთვის უცხო. დაახლოებით 30 წელია რაც აქ ვცხოვრობ, კვიპროსელი ცოლი მყავს, ქალიშვილი კი ნახევრად კვიპროსელია.

საქართველოსთან მარტივი თამაში არ გველოდება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათ ნაკრებში ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა თამაშობს - ქართველებს არაერთი წარმატებული ფეხბურთელი ჰყავთ.

როგორ ვაპირებთ ხვიჩა კვარაცხელიას და ერლინგ ჰოლანდის შეჩერებას? ერთი იტალიაში გახდა საუკეთესო ფეხბურთელი, მეორე კი ინგლისში. ფაქტია, მათ წინააღმდეგ კარგი დაცვა გვჭირდება, რადგან პრობლემები არ შეგვმიქნან
", - განაცხადა ქეცბაიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.