ამერიკამ ბოლომდე იბრძოლა, თუმცა დამარცხდა - კანადა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია » სპორტის ხაზი

ამერიკამ ბოლომდე იბრძოლა, თუმცა დამარცხდა - კანადა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ამერიკამ ბოლომდე იბრძოლა, თუმცა დამარცხდა - კანადა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
10-09-2023, 14:46
Aa Aa
გაზიარება:

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კანადამ ამერიკის ნაკრებს სძლია და ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა.

აღსანიშნავია კანადის ნაკრების გამორჩეული თამაში - 3/4 სრული დომინაციით, თუმცა ამერიკამ ბოლომდე იბრძოლა, ამ ბრძოლაში ხელი კი გამართლების ფაქტორმაც შეუწყო.

შეხვედრის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი, კანადას გამარჯვებამდე 4.2 წამი აშორებდა, თუმცა ამერიკელთა ხუთმა ნომერმა საჯარიმოს სტორცნის შედეგად ასხლეტილი ბურთი დაიტოვა, სამქულიან ხაზთან მივიდა და ურთულესი პოზიციიდან თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

დამატებით დროში კანადამ სრული უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს 9 ქულიანი უპირატესობით სძლია - 118/127.

ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო სტატისტიკურად ბრუქსი გახლდათ 39 ქულით, 4 მოხსნით და 5 პასით.

შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც გაიმართება, სადაც სერბეთი გერმანიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 16:40 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.