ჯორჯ ფორდის ბენეფისი! - ინგლისმა არგენტინა დაამარცხა » სპორტის ხაზი

ჯორჯ ფორდის ბენეფისი! - ინგლისმა არგენტინა დაამარცხა

ჯორჯ ფორდის ბენეფისი! - ინგლისმა არგენტინა დაამარცხა
10-09-2023, 02:13
Aa Aa
გაზიარება:

სარაგბო მსოფლიო თასის სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება მარსელში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ინგლისისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები შეხვდნენ.

შეხვედრის მეოთხე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ინგლისელი ტომ კარი გააძევა და გუნდი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. არგენტინელებმაც ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში გახსნეს.

კაცნაკლულობის მიუხედავად, ბრიტანელები თამაშში დაბრუნდნენ და უპირატესობის მოპოვება შეძლეს, ჯორჯ ფორდმა გუნდს ულიდერა, ჯერ ზუსტი ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი სამი არეკნი გაიტანა და ინგლისის ნაკრებს ტაიმი ანგარიშით 12:3 მოაგებინა.

ინგლისელებმა მეორე ტაიმშიც აჯობეს მოწინააღმდეგეს და შეხვედრა საბოლოოდ ინგლისელთა გამარჯვებით, 27:10 დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი