რომან დოლიძის შემდეგი მეტოქე ცნობილია » სპორტის ხაზი

რომან დოლიძის შემდეგი მეტოქე ცნობილია

რომან დოლიძის შემდეგი მეტოქე ცნობილია
8-09-2023, 11:45
Aa Aa
გაზიარება:

რომან დოლიძე ოქტაგონს დაუბრუნდა - ქართველი მებრძოლი UC 295-ის ეგიდით გასამართ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ირკვევა, 35 წლის სპორტსმენის მეტოქე ნიუ-იორკში, 11 ნოემბერს მედისონ სქვეარ გარდენზე გასამართ ღონისძიებაზე, ამერიკელი დერეკ ბრანსონი იქნება.

დოლიძის მეტოქე 39 წლის ბრანსონი იქნება, რომელსაც MMA-ში დიდი გამოცდილება აქვს - ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში დერეკმა მეტოქე 23-ჯერ დაამარცხა და 9-ჯერ დამარცხდა.

რაც შეეხება დოლიძეს, ის საშუალო წონითი კატეგორიის რეიტინგის მე-7 ნომერია, MMA-ში მისი პირადი მონაგარი კი 12 გამარჯვება და 2 მარცხია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი