"ნაპოლიში" არეულობის ფონზე კვარაცხელიას სერიოზული მსურველი გამოუჩნდა » სპორტის ხაზი

"ნაპოლიში" არეულობის ფონზე კვარაცხელიას სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"ნაპოლიში" არეულობის ფონზე კვარაცხელიას სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
8-09-2023, 11:41
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" ხელმძღვანელობას შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე სერიოზული გაუგებრობაა და არავინ იცის, რით შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი.

ამის ფონზე, ქართველ ფეხბურთელს სხვა კლუბების ვარიანტები არ აკლია - იტალიური მედიის ინფორმაციით, ჩვენებურს პრემიერ ლიგიდან ეპატიჟებიან.

როგორც ირკვევა, "ნაპოლიში" არეულობის ფონზე კვლავ "ნიუკასლი" გააქტიურდა. "კაჭკაჭებს" კვარაცხელიას გადაბირება ჯერ კიდევ ამ ზაფხულში სურდათ, თუმცა გარიგება ვერ მოხერხდა, ახლა კი ტრანსფერის შანსები ერთი-ორად გაიზარდა.

იტალიური მედია იტყობინება, რომ ინგლისური კლუბი მზადაა კვარაცხელიას სეზონში 10 მილიონი დოლარი გადაუხადოს, რაც მის ამჟამინდელ ხელფასს დაახლოებით 8-ჯერ აღემატება.

შესაძლო გარიგების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი