"კვარაცხელიას აგენტები ნეაპოლში დასასვენებლად ჩავიდნენ" - იტალიელი კომენტატორი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას აგენტები ნეაპოლში დასასვენებლად ჩავიდნენ" - იტალიელი კომენტატორი

"კვარაცხელიას აგენტები ნეაპოლში დასასვენებლად ჩავიდნენ" - იტალიელი კომენტატორი
6-09-2023, 15:52
Aa Aa
გაზიარება:

მედიაში კვარაცხელიაზე საუბარი ფაქტობრივად არ წყდება. საუბრობენ ჟურნალისტები, კომენტატორები და სხვები.

"ნაპოლიმ" გუშინ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ კლუბიდან ხვიჩასთან კონტრაქტის თაობაზე არავის უსაუბრია.

"როგორც ჩანს, კვარაცხელიას აგენტები ნეაპოლში დასასვენებლად იმყოფებოდნენ. ნაპოლისა და ფეხბურთელის აგენტებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა, ქართველს კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს. ნაპოლის პრობლემები არ შეექმნება, ისე როგორც მათ ვინც მოთამაშის ინტერესებს იცავს, ბოლოს კონტრაქტი განახლდება, კვარამ სერია A-ში პირველივე წელს დაამტკიცა მისი შესაძლებლობები. თუ ვინმეს გავაკრიტიკებდი, პირველ რიგში მის აგენტებს: მათ სავარაუდოდ, არ ეჯერათ ფეხბურთელის შესაძლებლობების. წინააღმდეგ შემთხვევაში, იტალიურ კლუბს უფრო მეტ ხელფასს მოსთხოვდნენ" - თქვა იტალიელმა კომენტატორმა კარლო ალვინომ.

ალვინომ "ნაპოლის" მოქმედებები მოუწონა და მას "გენიალური" უწოდა.

ცნობისთვის, კვარაცხელია ხელშეკრულების მიხედვით სეზონში 1.4 მილიონ ევროს იღებს. ქართველ ფეხბურთელს ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მისი წარმომადგენლები ანაზღაურების 5 მილიონამდე გაზრდას ითხოვენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი