Corriere dello Sport - "ნაპოლი კვარაცხელიას მხოლოდ 3 მილიონის გადახდაზე თანხმდება" » სპორტის ხაზი

Corriere dello Sport - "ნაპოლი კვარაცხელიას მხოლოდ 3 მილიონის გადახდაზე თანხმდება"

Corriere dello Sport - "ნაპოლი კვარაცხელიას მხოლოდ 3 მილიონის გადახდაზე თანხმდება"
5-09-2023, 22:43
Aa Aa
გაზიარება:

დღეს "ნაპოლიმ" ოფიიცალური განცხადება გაავრცელა და ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის მოლაპარაკებებზე ინფორმაციებს სიცრუე უწოდა.

საქმე ისაა, რომ ქართველი ფეხბურთელის მხარეს კონტრაქტის გახანგრძლივება და მისი გაუმჯობესება სურს, ძირითადად კი საქმე ფინანსურ საკითხს ეხება, მაგრამ "ნაპოლი" უარზეა.

Corriere dello Sport იტყობინება, რომ აურელიო დი ლაურენტისი ფეხბურთელის აგენტებთან მოლაპარაკებებს უშედეგოდ აწარმოებს, რადგან მათ მოთხოვნებს შორის დიდი უფსკრულია. კვარაცხელიას მისი ამჟამინდელი დაბალი ხელფასის საგრძნობლად გაზრდა სურს - 5 მილიონი +3 მილიონი ბონუსებით.

დი ლაურენტისი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაში დიდ რისკს ხედავს, რადგან შეიძლება, მსგავსი მოთხოვნები სხვა ფეხბურთელებმაც წამოაყენონ. სწორედ ამიტომ, კვარაცხელიას მხოლოდ 3-მილიონიან გასამრჯელოს სთავაზობს, ეს კი ხვიჩასთვისაა მიუღებელი.

შესაბამისად, მოლაპარაკებების პროცესი გაყინულია, კვარას მომავალი კი - კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი