ანტონი ამხილეს?! - ბრაზილიელის წინააღმდეგ ძალადობის მტკიცებულებებია » სპორტის ხაზი

ანტონი ამხილეს?! - ბრაზილიელის წინააღმდეგ ძალადობის მტკიცებულებებია

ანტონი ამხილეს?! - ბრაზილიელის წინააღმდეგ ძალადობის მტკიცებულებებია
4-09-2023, 20:58
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფეხბურთელი გაეხვა სკანდალში - მეისონ გრინვუდის შემდეგ, ქალზე ძალადობას ედავებიან მანჩესტერელების ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს, ანტონის.

როგორც ირკვევა, ბრაზილიურმა მედია კომპანია OIL-მა ანტონის წინააღმდეგ მტკიცებულებები შეაგროვა - საუბარია ვიდეოებზე, ფოტოებზე, მინაწერებსა და თვითმხილველებზე, რომლებიც ადასტურებენ, რომ ანტონიმ თავის ყოფილ შეყვარებულზე ფიზიკურად იძალადა.

ამასთან ერთად, ვიდეო მტკიცებულებაში ჩანს დაზიანებული ქალბატონი, რომელსაც ანტონის ძალადობის შედეგად ხელის თითები აქვს ნატკენი.

საქმეს საო პაოლოს სასამართლო იძიებს. ჯერჯერობით, არც ფეხბურთელს და არც "იუნაიტედს" მომხდარზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი