როგორ აფასებენ ლობჟანიძეს აშშ-ში? - "ატლანტას" მწვრთნელის პოზიცია » სპორტის ხაზი

როგორ აფასებენ ლობჟანიძეს აშშ-ში? - "ატლანტას" მწვრთნელის პოზიცია

როგორ აფასებენ ლობჟანიძეს აშშ-ში? -  "ატლანტას" მწვრთნელის პოზიცია
4-09-2023, 19:18
Aa Aa
გაზიარება:

კლუბის შეცვლისა და აშშ-ში გადასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევმა, საბა ლობჟანიძემ "ატლანტას" შემადგენლობაში 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქედან ორში მოედანი გოლით დატოვა.

გასულ ტურში ქართველი შემტევი პირველად მოხვდა ამერიკული კლუბის ძირითად შემადგენლობაში და გოლიც გაიტანა, მატჩის შემდეგ მასზე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გონსალო პინედამაც ისაუბრა და ლობჟანიძე შეაქო:
"ორი გოლი ერთ კვირაში ძალიან კარგია, საბას პროდუქტიულობით ბედნიერი ვარ. ყოველთვის შეტევის სურვილი აქვს. აგრესია, რომელიც მჭირდება მოედნის იმ ნაწილში, ტექნიკური კუთხით სუფთაა. მოედნის იმ მხარეს, ბრუკსთან ერთად, ლობჟანიძე ძალიან ბევრ რამეს გვაძლევს. მეორე ტაიმში ოდნავ გაქრა, მაგრამ როგორც კი შანსი გაუჩნდა, მომაკვდინებელი იყო. სწორედ ამიტომ შევიძინეთ ის, რადგან ვიცით, რომ ძალიან ბევრ თამაშზე მოახდენს გავლენას" - თქვა "ატლანტას" მთავარმა მწვრთნელმა.

ლობჟანიძე სანაკრებო შეხვედრებს კარგ ფორმაში ხვდება, კლუბში დაბრუნების შემდეგ კი ლეო მესის "ინტერ მაიამის" დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი