"სეზონის შენაძენი" - რას წერს The Sun ხვიჩა კვარაცხელიაზე? » სპორტის ხაზი

"სეზონის შენაძენი" - რას წერს The Sun ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"სეზონის შენაძენი" - რას წერს The Sun ხვიჩა კვარაცხელიაზე?
15-10-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

ბრიტანული გამოცემა The Sun ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლურ გუნდში წარმატებულ თამაშს ეხმაურება და წერს:

"ნაპოლის ტიფოზებისთვის მარადონასთან შედარება რთულად მოსაპოვებელია და სწრაფად ნამდვილად არ ხდება, თუმცა მათ ხვიჩა კვარაცხელიაში ახალი თილისმა იპოვეს, რომელიც უკვე სეზონის შესყიდვის პრეტენდენტია."

"ნაპოლიმ კვარაცხელია დინამო ბათუმიდან 10 მილიონ ევროდ წამოიყვანა, მანამდე კი ქართველი ფეხბურთელი ყაზანის რუბინში თამაშობდა, რომელთანაც კვარაცხელიამ კონტრაქტი გაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი იტალიაში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა."

"6 ფუტის სიმაღლის მქონე გარემარბმა ჩემპიონთა ლიგაში პირველი გოლი აიაქსის ხოცვა-ჟლეტაში გაიტანა, სერია ა-ში კი ანალოგიური 5-ჯერ გააკეთა."

"არაპროგნოზირებადობით, ექსტრემალური ტემპით და ოსტატობით - სწორედ ამის გამო მიენიჭა ქართველ ფეხბურთელს ქართველი მარადონას სახელი.", - The Sun.

"უფრთხილდით კვარაცხელიას, ის არაპროგნოზირებადი და ტალანტის მქონე ფეხბურთელია, რომელიც ევროპაში თამაშისთვისაა დაბადებული.", - ალესანდრო დელ პიერო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი