მორიგი წარმატება - ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა » სპორტის ხაზი

მორიგი წარმატება - ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მორიგი წარმატება - ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
3-09-2023, 12:26
Aa Aa
გაზიარება:

კორეის ქალაქ ბუსანში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები.

ტურნირზე ქართველი პარამოფარიკავეები ორ დისციპლინაში, რაპირასა და ხმალში გამოდიან. 2 სექტემბერს ეტლით მოფარიკავე ნინა თბილაშვილმა რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თიბილაშვილმა ჯერ თურქ მოწინააღმდეგეს მოუგო 15:6, მეოთხედფინალში კი იტალიელი ტრიგილიასი დაამარცხა 15:7. ქართველმა ნახევარფინალში იტალიელ ანდრეა მოგოსთან 7:15 წააგო და მესამე ადგილზე გავიდა.

მსოფლიო თასის გათამაშება 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი