ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგად, "ნაპოლი" და მადრიდის "რეალი" ერთ ჯგუფში მოხვდნენ.
რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიას სწორედ რომ "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ თამაშის თარიღია.
განრიგის მიხედვით, ჯგუფურ ეტაპს "ნაპოლი" 20 სექტემბერს "ბრაგასთან" მატჩით დაიწყებს, ხოლო უკვე მეორე ტურში, 3 ოქტომბერს, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.
რაც შეეხება გუნდების განმეორებით შეხვედრას, ამ დაპირისპირებას ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში, 29 ნოემბერს ვიხილავთ.
ნეაპოლელები ჯგუფურ ეტაპს 12 დეკემბერს "ბრაგასთან" საშინაო შეხვედრით დაასრულებენ.