"მასში განსაკუთრებით ეს მომწონს" - აიაქსის მთავარი მწვრთნელი მიქაუტაძეზე » სპორტის ხაზი

"მასში განსაკუთრებით ეს მომწონს" - აიაქსის მთავარი მწვრთნელი მიქაუტაძეზე

"მასში განსაკუთრებით ეს მომწონს" - აიაქსის მთავარი მწვრთნელი მიქაუტაძეზე
30-08-2023, 19:41
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კარიერას აიაქსში გააგრძელებს - ქართველმა შემტევმა ნიდერლანდურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა - ტრანსფერი კი 16 მილიონი ევრო დაჯდა (+3მლნ ბონუსები).

გიორგიზე პირველი გუნდური ვარჯიშის შემდეგ, აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა, მორის სტეინისმა ისაუბრა:

"ის, რაც მას ყველაზე კარგად ეხერხება, გოლების გატანაა - მისი თამაშის კადრები ნანახი გვქონდა, ახლა კი ვარჯიშშზეც დავაკვირდით.

კარში დარტყმა ყველა პოზიციიდან შეუძლია, ცხადია, ეს არ არის იმის გარანტია, რომ თამაშებშიც გაიტანას, მაგრამ პირადად მე ამის დიდი იმედი მაქვს.

განსაკუთრებით ის მომწონს, რომ გიორგის რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუმცა უმეტესწილად მაინც თავდამსხმელად გვევლინება მოედანზე - ის ბომბარდირია
", - განაცხადა სტეინმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი