"გოლი რეალის კარში მნიშვნელოვანი იქნება, ხოლო გუნდისთვის დიდი ნაბიჯი წარმატებისკენ" | რობერტ ლევანდოვსკის ვრცელი ინტერვიუ » სპორტის ხაზი

"გოლი რეალის კარში მნიშვნელოვანი იქნება, ხოლო გუნდისთვის დიდი ნაბიჯი წარმატებისკენ" | რობერტ ლევანდოვსკის ვრცელი ინტერვიუ

"გოლი რეალის კარში მნიშვნელოვანი იქნება, ხოლო გუნდისთვის დიდი ნაბიჯი წარმატებისკენ" | რობერტ ლევანდოვსკის ვრცელი ინტერვიუ
14-10-2022, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

რობერტ ლევანდოვსკიმ ბარსელონურ მედიასთან (BARCA TV+) ინტერვიუ ჩაწერა და როგორც მოახლოებულ ელ კლასიკოზე, ისე თანაგუნდელებზე ისაუბრა:

"თავს მშვენივრად ვგრძნობ მაშინ, როდესაც ბარსელონას გულშემატკივრებს ვხედავ და მადლიერი ვარ, რომ ამ კლუბში თამაშის შესაძლებლობა მომეცა. ბარსელონაში გადმოსვლის პირველი დღიდანვე ვგრძნობდი ქომაგების მხარდაჭერას და ამას ძალიან ვაფასებ. ვიცოდი, რომ ჩემი საფეხბურთო გამოცდილების გამო, ბარსელონასთან ადაპტაციის პროცესი მალევე უნდა გამევლო."

"ჩემი ბარსელონური დასაწყისი? - თავიდან არ მიფიქრია თუ რამდენ გოლს გავიტანდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი ბევრი გოლის გატანა იყო. ვიცი, რომ კიდევ უფრო მეტის გატანა შემიძლია და ახლა სწორედ ამაზე ვარ ფოკუსირებული."

"ბარსელონას შემადგენლობა? - მოსვლიდანვე ვიცოდი, რომ გუნდში ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ, მაგრამ ჩვენ ისევ უნდა ვიმუშავოთ, რათა კიდევ უფრო გავუმჯობესდეთ. ახლა გუნდი ზრდის პროცესშია."

"ლა ლიგის ლიდერობა? - თუ გინდა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის სათავეში მოექცე, მაშინ მასზე ფიქრი ყოველი მატჩის მოგებით უნდა გამოხატო. ზოგჯერ არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ თამაშობ, მთავარია 3 ქულა აიღო, რაზეც მუდმივად უნდა ვიფიქროთ."

"სხვაობა ბუნდესლიგასა და ლა ლიგას შორის? - ყველა ლიგა განსხვავებულია, თუმცა თუ მათ ერთმანეთს შევადარებთ, შემიძლია ვთქვა, რომ ლა ლიგა ტაქტიკურად მეტად განსწავლული ჩემპიონატია, ხოლო ბუნდესლიგა უპირატესობას ფიზიკურ მზადყოფნაში ფლობს. რეალურად, მნიშვნელობა არ აქვს ლიგებს შორის განსხვავებას და იმას, თუ როგორ თამაშობს მეტოქე, შენ მათ დასამარცხებლად ყოველთვის მზად უნდა იყო."

"ელ კლასიკო? - ბარსელონასა და მადრიდის რეალის დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულია და ეს მატჩები სხვა შეხვედრებისგან განსხვავდება. რა თქმა უნდა, რეალის დამარცხება ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება. ლას ვეგასში ჩვენ ვაჩვენეთ თუ რას ნიშნავს ელ კლასიკო როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ეს გამოწვევაა და მე მზად ვარ მის მისაღებად. აგრეთვე, მაქვს მადრიდის რეალის წინააღმდეგ თამაშის გამოცდილებაც, რის გამოც ბედნიერი ვარ. როდესაც ელ კლასიკოს ვუყურე, ჩემი ოცნება გახდა, რომ მასში ოდესმე მონაწილეობა მიმეღო. იმედი მაქვს, მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს გავახარებ. მიყვარს რეალის წინააღმდეგ თამაში, რადგან ის დიდი კლუბია."

"პოკერი რეალის წინააღმდეგ? - დიახ, ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იყო, როდესაც დორტმუნდში ვთამაშობდი და ამ ფაქტის შესახებ ბევრი კითხვა მივიღე ბარსელონაში მოსვლის დროს. ეს შესანიშნავი მოვლენა და მოგონებაა."

"ელ კლასიკოდან გამოსარჩევი გოლი? - რონალდინიოს შედევრი."

"რა აქცევს რეალს საშიშად? - ის, რომ ისინი კარგად თამაშობენ და ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავთ. მათთან თამაში ყოველთვის რთულია, ამიტომ ბურთი ხშირად უნდა გვქონდეს და უბურთოდ პრესინგს მივმართოთ."

"გუნდელებთან კომუნიკაცია? - ამის საუკეთესო საშუალება მოედანზე საუბარია, რისი წყალობითაც ორივე მხარე უკეთ იგებს თუ როგორ უნდა ითამაშოს და წარმატებას მიაღწიოს. გარდა ამისა, რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ, ყველაფერს უკეთ ხვდები, რაც კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში გეხმარება."

"ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელები? - მე ვნახე ანსუ, გავი, პედრი, ფერანი და ისინი ძალიან ნიჭიერები არიან. ვფიქრობ, ჩემი მათთან ყოფნა მნიშვნელოვანია, მიზეზი კი გამოცდილებაა. თუ ისინი მოედანზე თავდაჯერებულები იქნებიან, მაშინ საუკეთესოს მიაღწევენ. ანსუ ფატიმ უნდა მოითმინოს, ის დაბრუნდება, რადგან სწორ გზაზეა. მისი დრო აუცილებლად მოვა."

"რას ვეტყვი გულშემატკივრებს? - მათ ვპირდებით, რომ კარგად ვივარჯიშებთ და მოედანზე ჩვენს მაქსიმუმს გავიღებთ. მათი მხარდაჭერის ფონზე, რეალის დამარცხება უფრო გაგვიადვილდება."

"რას ნიშნავს გოლი კლასიკოში და რეალის დამარცხება? - ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გოლი იქნება, ხოლო გუნდისთვის დიდი ნაბიჯი წარმატებისკენ".

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის "ბარსელონას" მაისურით 12 შეხვედრაში 14 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი