ზაზა ფაჩულია : "დარწმუნებული ვარ, ვენესუელასთან მოვიგებთ" » სპორტის ხაზი

ზაზა ფაჩულია : "დარწმუნებული ვარ, ვენესუელასთან მოვიგებთ"

ზაზა ფაჩულია : "დარწმუნებული ვარ, ვენესუელასთან მოვიგებთ"
29-08-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე სლოვენიასთან ჩვენი ეროვნული გუნდის თამაშს საქართველოს ნაკრების ყოფილი ლიდერი ზაზა ფაჩულია ესწრებოდა. ვეტერანი კალათბურთელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და დარწმუნებულია, რომ ჩვენი ნაკრები ვენესუელას დაამარცხებს მომდევნო ეტაპზე ითამაშებს:

"სამწუხაროდ, სლოვენიასთან დავმარცხდით, მაგრამ პირველი ტაიმი კარგი იყო ჩვენთვის, კარგად ვთამაშობდით. ზუსტად ისეთი თამაში იყო, როგორიც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ერთ პერიოდში გაგვექცა თამაში, დავკარგეთ კონტროლი. სლოვენია გამოცდილი გუნდია და საუკეთესო მოთამაშე ჰყავთ – ლუკა დონჩიჩი. თუმცა, ყველაფერი წინ არის. ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენს მომავალს, ვგულისხმობ მომევნო ეტაპზე გადასვლას.

შემდეგი თამაში უნდა მოვიგოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება. კარგია, რომ ბიჭებს დასვენების საშუალება ექნებათ. ეს მნიშვნელოვანია, რომ მოემზადონ შემდეგი თამაშისთვის, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გადავალთ შემდეგ ეტაპზე და მიზანიც სწორედ ეს არის. ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, ისევ გვერდში დავუდგეთ ჩვენს ნაკრებს.
"


ზაზა ფაჩულია : "დარწმუნებული ვარ, ვენესუელასთან მოვიგებთ"

ზაზა ფაჩულია სლოვენია-საქართველოს მატჩზე


შეგახსენებთ, რომ ვენესუელასთან მატჩი ხვალ, 30 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი